00:57 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 16:49:45, 4151 ნახვა

კულტურა სამხედრო
შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეით ბატალიონში აერომობილური სწავლება გაიმართა

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეით ბატალიონში აერომობილური სწავლება გაიმართა. კურსი ორიენტირებული იყო იმ უნარ-ჩვევების დახვეწაზე, რომელსაც საბრძოლო მოქმედებების დროს გადამწყვეტი როლი ენიჭება.

რვადღიანი სწავლების ფარგლებში პირადმა შემადგენლობამ ვერტმფრენის გამოძახება, რელიეფის გათვალისწინებით დასაფრენი ადგილის მონიშვნა, უსაფრთხოების ორგანიზება, ჩასხდომა-ჩამოქვეითება, ათეულის ზომის ქვედანაყოფის ერთი ადგილმდებარეობიდან მეორე ადგილმდებარეობაზე გადასროლა და დაჭრილთა საჰაერო ევაკუაცია შეისწავლა.

გეგმურ სწავლებაში ბატალიონის პირადი შემადგენლობა სრულად მონაწილეობდა, მოქმედებების შესრულების დროს მათ საჰაერო ძალების სარდლობის UH-1H ვერტმფრენები გამოიყენეს.

„სწავლება დაგეგმილი იყო ამოცანაზე ორიენტირებული აუცილებელი უნარ-ჩვევების დასახვეწად. ბატალიონის ახალწვეული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მხოლოდ რამოდენიმე კვირას ითვლიან ჩვენს რიგებში, თვისობრივად ახალ საჭირო უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ. იმედი გვაქვს, რომ საჰაერო ძალების დახმარებით, მსგავს სწავლებებს პერიოდულად, გეგმის მიხედვით, ეფექტიანად ჩავატარებთ საბრძოლო მომზადების დონის ამაღლების მიზნით“, - განაცხადა 23-ე ქვეითი ბატალიონის შტაბის უფროსმა, მაიორმა დავით თევზაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics