|
2016-07-21 13:05:46, 904 ნახვა
სამხედრო
ბაზა „მარმალზე“ უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია გაიმართა
ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ დისლოცირებულმა III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია დაასრულა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ბაზა „მარმალზე" გაიმართა. უწყების ცნობით, 32-ე ბატალიონის „ბრავო" ასეულმა სამშვიდობო მისია II ქვეითი ბრიგადის ასეულს გადააბარა. მისიის გადაბარების ოფიციალურ ცერემონიალზე 32-ე ბატალიონის „ბრავო" ასეულის სამხედრო მოსამსახურეებს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის სპეციალური მედლები გადაეცათ. უფლებამოსილების გადაბარების პარალელურად ქართულ ქვედანაყოფებს შორის საპატრულო რაიონის გადაბარება და ქართული ასეულის საპასუხისმგებლო ზონაში ერთობლივი პატრულიც განხორციელდა. მისიის ოფიციალური გადაბარების დასრულების შემდეგ II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა სამშვიდობო მისიით გათვალისწინებული ამოცანების შესრულება უკვე სრული მასშტაბით დაიწყო. ქართველი სამხედროების ამოცანა სწრაფი რეაგირება და საპატრულო რაიონის კონტროლია. ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში 7 თვის განმავლობაში იმსახურებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)