|
2015-03-05 13:23:46, 494 ნახვა
პოლიტიკა
სერგეენკო: ჩვენ წინასწარ შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები და ის წელიწადში ალბათ 50-70 000 ლარამდე იქნება
ჩვენ წინასწარ შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები, რამაც წინასწარი გათვლით, წელიწადში 50-70 000 ლარმადე უნდა შეადგინოს,-ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინსიტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ. „რაც შეეხება გადასახადების შემცირებას, ან გაზრდას, ვერ მოგახსენებთ, ეს ეკონომიკური გუნდის პრეროგატივაა. რავ შეეხება ჯანდაცვის ხარჯების შემცირებას, ჩვენ წინასწარი ცვლილებები გავაკეთეთ. ეს შეეხო ადმინისტრაციულ ხარჯებს, რაც გამოიხატა იმაში, რომ შევამცირეთ საწვავის ლიმიტები, საოფისე და სამივლინებო ხარჯები. რამაც წინასწარი გათვლით უნდა შეადგინოს წელიწადში 50-70000 ლარამდე. რა თქმა უნდა ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, უახლოეს დღეებში ერთიანი გადაწყვეტილება ამ მხრივ ყველა სამინისტროს ექნება“,-განაცხადა სერგეენკომ. შეგახსენებთ, რთული ეკონომიკური ვითარებისა და ლარის გაუფასურების გამო, პრემიერ-მინისტრმა სამინისტროებს "ქამრების შემოჭერისკენ" მოუწოდა, რაც როგორც შემდეგ განმარტეს, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)