|
2015-03-05 13:17:20, 618 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკო: სასწრაფოს ბრიგადები არ არიან მოტივირებული, რომ ბევრი გამოძახება შეასრულონ
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სასწრაფო დახმარების სამსახურების მუშაობის სისტემური შესწავლა დასრულდა. როგორც სეგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე "ექსპრესნიუსის" კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, მთელი რიგი მიმართულებით გარკვეული ხარვეზები იკვეთება. მინისტრი თბილისის სასწრაფოს დაგვინებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამის მიზეზად ასახელებს იმას, რომ სასწრაფოს ბრიგადები არ არიან მოტივირებული, რომ ბევრი გამოძახება შეასრულონ. ამასთან, დავით სერგეენკო დღეს 112-ის წარმომადგენლებს შეხვდება და მათ სამოქმედო გეგმას გააცნობს, რომლის გათვალისწინებითაც სერგეენკოს შეფასებით, უახლოეს პერიოდში საზოგადოება დადებით შედეგს იგრძნობს. "ჩვენ დავასრულეთ სისტემური შესწავლა მთლიანად სასწრაფო დახმარების სამსახურების მუშაობის. ყველა მიმართულებით იკვეთება გარკვეული ხარვეზები. რაც შეეხება თბილისის სასწრაფოს მუშაობას, მართლაც ბოლო ხანებში უარყოფითი დინამიკა სახეზეა დაგვიანებების. ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომელსაც შევთავაზებთ შესაბამის უწყებას და ვფიქრობ, თუკი ეს გეგმა განხორციელდა, უახლოეს პერიოდში ვიგრძნობთ მკვეთრად დადებით შედეგებს.დაგვიანების მიზეზად ძირითადად გამოიკვეთა ის, რომ დაყოვნება გამოძახების ადგილას არის წარმოუდგენლად ხანგრძლივი. ძალიან ბევრი დრო იხარჯება 45 წუთიან 1 საათამდე მაშინ როდესაც მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევისას, პირველი პრიორიტეტის გამოძახებისას გამოძახებისას ადგილზე მისვლიდან 10 წუთში პაციენტი მანქანაში უნდა იქნას და უნდა გადაყავდეს. სასწრაფოს ბრიგადები არ არიან მოტივირებული იმაზე, რომ ბევრი გამოძახება შეასრულონ.ჯამში ეს ქმნის სურათს, რომ არასაკმარისი ბრიგადებია. რაც არ უნდა ვამატოთ ბრიგადები, დადებითისკენ სურათს ვერ შევცვლით. აქ არის სისტემური გადაწყვეტილებები მისაღები და ჩვენ მზად გვაქვს ეს რეკომენდაციები",-განაცხადა დავით სერგეენკომ.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)