|
2016-07-18 17:37:03, 938 ნახვა
სამხედრო
ბესიკ ლოლაძე ერიკა კვაპილოვას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში ერიკა კვაპილოვას შეხვდა. შეხვედრა გენდერულ საკითხებს დაეთმო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გენდერული თანასწორობის განმტკიცებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს #1325 და თანმდევი რეზოლუციების განხორციელების საქმეში თავდაცვის სამინისტროს მიერ განცდილ პროგრესზე. მინისტრის მოადგილემ გაეროს ქალთა ორგანიზაციას მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გეგმაზე შეთანხმდნენ, რომელიც ურთიერთგაგების მემორანდუმში აისახება. ერიკა კვაპილოვას განცხადებით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია თავდაცვის სამინისტროში კვლავ გააგრძელებს გენდერული არქიტექტურის და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერას, რაც სისტემური ტრეინინგების და სასწავლო სახელმძღვანელობის შემუშავებაში გამოიხატება. ამასთანავე, გაგრძელდება მუშაობა სამინისტროს სისტემაში გენდერულ ნიადაგზე გასაჩივრების ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში გადასროლისწინა მომზადების პროცესში გაეროს შესაბამისი რეზოლუციების სწავლებების გაფართოების შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)