05:35 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 09:18:23, 515 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: სენატორ ჯონსონისგან მივიღეთ გზავნილი, რომ ყველაფერს გააკეთბეს, რათა აშშ საქართველოს გვერდით იყოს

„მივიღეთ მკაფიო გზავნილი სენატორ ჯონსონისგან იმის თაობაზე, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა აშშ საქართველოს გვერდით იყოს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატების სენატში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, შეხვედრაზე საქართველო უკრაინის შესახებ ისაუბრეს. 

„საქართველოს საქმეებზე ვსაუბრობთ ყველასთან და  სენატორ ჯონსონთანაც საქართველოზე ვსაუბრობდით, ასევე უკრაინაზე.  ჩვენ გავაგრძელეთ  საუბარი რეგიონში შექმნილ ვითარებაზე. მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილი იმის თაობაზე , რომ იგი პირადად  გააკეთებს ყველაფერს, რათა შეერთებული შტატები  იყოს საქართველოს გვერდით, ყველა თვალსაზრისით,როდესაც  ჩვენ გვჭირდება ჩვენი მეგობრების გვერდში ყოფნა.  ასევე ძალიან  საინტერესო საუბარი  გვქონდა იმის თაობაზე თუ რა  ტაქტიკა და რა სტრატეგია  იქნება სწორი იმისთვის, რომ  უკრაინაში, საქართველოში  მოვლენები განვითარდეს  უკეთესი მიმართულებით“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics