|
2015-03-04 19:09:16, 541 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით მოლდოვაში იმყოფება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის ლევან ღირსიაშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ორდღიანი ვიზიტით მოლდოვას რესპუბლიკაში იმყოფება. უწყების ინფორმაციით, ქართულ მხარეს მოლდოვას თავდაცვის მინისტრმა ვიორელ ციბოტარუმ უმასპინძლა. მათივე ცნობით, შეხვედრები გაიმართა თავდაცვის სახელმწიფო მდივანთან აურელ ფონდოსთან და ეროვნული არმიის მთავარი შტაბის უფროსთან, ბრიგადის გენერალ იგორ გორგანთან. შეხვედრებისას საუბარი მოლდოვასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას, თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, ასევე რეგიონალურ და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს შეეხო. შეხვედრების ფარგლებში, ხელი მოეწერა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოლდოვას რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის ორმხრივი თანამშრომლობის 2015 წლის გეგმას. მოლდოვას რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საგარეო საქმეთა და ევრო-ინტეგრაციის მინისტრის მოადგილესთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)