|
2015-03-04 16:17:10, 553 ნახვა
პოლიტიკა
კიბერუსაფრთხოების ბიუროს დელეგაცია ავსტრიაში იმყოფებოდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დელეგაცია ავსტრიაში იმყოფებოდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ავსტრიულ მხარესთან თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა. ქალაქ ვენაში სამდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა, ბიუროს დირექტორის ანდრია გოცირიძის ხელმძღვანელობით, ავსტრიის რესპუბლიკის თავდაცვისა და სპორტის ფედერალურ სამინისტროში შეხვედრები გამართეს. ქართული დელეგაციის წევრები კიბერუსაფრთხოების საკითხებში ავსტრიის შეიარაღებული ძალების კოორდინატორმა, ბრიგადის გენერალმა, ჰელმუტ ჰაბერმაიერმა და თავდაცვისა და სპორტის ფედერალური სამინისტროს კიბერთავდაცვის სამსახურის უფროსმა, პოლკოვნიკმა იოსეფ შროფლმა მიიღეს. შეხვედრებზე მასპინძელმა მხარემ ქართული დელეგაციის წევრებს კიბერთავდაცვის სამსახურის სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და საერთაშორისო ტექნიკური სავარჯიშოების შედეგად მიღებული გამოცდილება გაუზიარა. ავსტრიის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების კიბერთავდაცვის სამსახურმა დელეგაციის წევრებს კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების მიზნით, სამხედრო ცენტრის მუშაობის პრინციპები და სპეციფიკაც გააცნო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელებმა კი კოლეგებს ბიუროს ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ავსტრიულმა მხარემ მათ მხარდაჭერა აღუთქვა და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ქართველ სტუდენტებს შეხვდნენ, რომლებიც ავსტრიის რესპუბლიკაში ინფორმაციულ და კომუნიკაციების ტექნოლოგიას ეუფლებიან. სტუდენტებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში, თავდაცვის სფეროში კიბერთავდაცვის განვითარების კუთხით, მათი ინტელექტუალური რესურსის გამოყენების შესაძლებლობებს. კიბერუსაფრთხოების ბიუროს ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერთობის დამყარება კიბერუსაფრთხოების სფეროში განვითარებაა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)