16:19 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-09 17:41:03, 574 ნახვა

პოლიტიკა
ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის ფაგლებში საქართველოში მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩამოსვლას ვაპირებ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ეს საქართველოსადმი მხარდაჭერის ნიშანი იქნება.

"ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ჩვენ გავაგრძელებთ ნატო-ს მოკავშირეების წახალისებას საქართველოსადმი მხარადჭერისკენ. მე ვაპირებ საქართველოში ჩასვლას მიმდინარე წლის შემოდგომას ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის ფაგლებში. ეს იქნება მკაფიო დადასტურება საქართველოს ტერიტორიული მთილიანობსია და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერის", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

გენერალური მდივნის თქმით, ნატო-ს მიზანია, დაეხმაროს საქართველოს თავდაცვისუნარინობის გაძლიერებასა და ალიანსის წევრობისთვის მომზადებაში. 

“ჩვენ ასევე გავაძლიერებთ მხარდაჭერას აღმოსავლელ პარტნიორებთან. გუშინ გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელიც მიმართული იყო პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა  და დავეხმაროთ მას ნატო-ს წევრობისთვის მომზადებაში.

ჩვენს განცხადებაში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ბუქარესტის სამიტის გადაწყეტილებას და მხარს ვუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. სწორედ ამიტომ ჩვენ განვახორციელეთ ყოველისმომცველი პაკეტის სხვადასხვა ელემენტი", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics