13:59 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 18:34:39, 707 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი: ვარშავის სამიტი ნატო-ს ერთიანობასა და სიძლიერეს წარმოაჩენს

ნატო-ს გენერალური მდივანს იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვარშავის სამიტი ნატო-ს ერთიანობასა და სიძლიერეს წარმოაჩენს, -  აღნიშნული განცხადება სტოლტენბერგმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჟეი დუდასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, დღეს მსოფლიო უფრო საშიშია, ვიდრე ის რამდენიმე წლის წინ იყო.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო გამოწვევებს სწრაფად და გადამწყვეტად პასუხობს.

“ახლა ჩვენი უსაფრთხოების გადამწყვეტი დროა. მსოფლიო უფრო საშიში გახდა, ვიდრე ის რამდენიმე წლის წინ იყო. ნატო საფრთხეებს სწრაფად და გადამწყვეტად პასუხობს. უახლოესი ორი დღის განმავლობაში ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ, რომლებიც მიმართული იქნება ალიანსის თავდაცვისუნარიანობისა და სტაბილურობის გაძლიერებისა და ნატო-ს ფარგლებს გარეთ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 

ნაბიჯები მოიცავს აქ პოლონეთში, ასევე ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვში ნატო-ს ძალების რაოდენობის გაზრდას. ეს იქნება მკაფიო მესიჯი - თავდასხმა ერთ მოკავშირეზე ნიშნავს მთელ ალიანსზე თავდასხმას. ეს იქნება გადამწყვეტი სამიტი ვარშავაში და მნიშვნელოვანი სამიტი ალიანსის ისტორიაში. აღსანიშნავია, რომ ის ვარშავაში იმართება, ქალაქში, რომელიც იცნობს კონფლიქტის ტკივილსა და უსაფრთხოების ფუნდამენტურ ღირებულებას”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics