14:01 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 11:36:02, 734 ნახვა

პოლიტიკა
მამიკინსი: საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი, რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს

ევროპარლამენტის წევრის, სოციალ-დემოკრატების ალიანსის წარმომადგენლის, ლატვიელი დეპუტატის ანდრეას მამიკინსის განცხადებით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. 

ამასთან, ანდრეას მამიკინსმა საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემის აუცილებლობასა და ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ყოველთვის უსვამდა ხაზს კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიული პრინციპების პატივისცემის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში კომიტეტი გააგრძელებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მონიტორინგს განსაკუთრებით ამ სფეროებში, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, რომელიც იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის. ევროპარლამენტმა უნდა განახორციელოს არჩევნების წინ ვითარების მონიტორინგი და გააგზავნოს არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია იმის უზრუნველსაყოფად, რომ დაცულია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები. ნებისმიერი ძაალდობა არის და იქნება უმკაცრესად დაგმობილი", - განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ მოქალაქეები უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ. 

"საქართველოს მოქალეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობის გათვალისწინებით, კომიტეტი ისურვებდა, ეხილა პროცედურის სწრაფი დასრულება და რეგულაციის რაც შეიძლება მალე ძალაში შესვლა, რომ მოქალაქეებმა რაც შეიძლება მალე მიიღონ სარგებელი”, - აღნიშნა მამიკინსმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics