|
2015-03-03 15:14:38, 553 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა ლიტვის იუსტიციის მინისტრს შსს-სა და პროკურატურის რეფორმირებაზე ინფორმაცია მიაწოდა
საქართველოს მთავრობა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის რეფორმირებაზე მუშაობს, - ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლიტვის იუსტიციის მინისტრს იუზას ბერნატონისს დღევანდელ შეხვედრაზე მიაწოდა. პრემიერის განმარტებით, რეფორმა უწყებების სისტემურ და სტრუქტურულ გაუმჯობესებას, მათი გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობის გაზრდას ემსახურება. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში მართლმსაჯულებისა და საკანონმდებლო სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიღებულია ანტიდისკრიმინაციული კანონი, ასევე, გრძელდება მუშაობა სისხლის სამართლის კოდექსის საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე. პრემიერმა ლიტვის იუსტიციის მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა შრომის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ შედეგად მოსახლეობამ გაცილებით დაბალანსებული შრომითი კანონმდებლობა მიიღო. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურის თქმით, პარლამენტმა, ქვეყნის ისტორიაში პირველად, ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. შეხვედრის დასასრულს ირაკლი ღარიბაშვილმა იუზას ბერნატონისს წინასწარ მიულოცა ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავი, რომელსაც ქვეყანა 11 მარტს ზეიმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)