|
2016-07-05 17:44:57, 893 ნახვა
სამხედრო
სამხედროებმა „შავი ზღვის თასის“ საერთაშორისო შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზეს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელჩართული ბრძოლის კლუბმა „ქართლის ციხიონმა“ „შერეული ორთაბრძოლების” ფედერაციის ინიციატივით ქალაქ ბათუმში გამართულ „შავი ზღვის თასის“ საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრება 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაში თავდაცვის სამინისტროდან ხუთი სამხედრო მოსამსახურე ჩაერთო. გუნდმა წარმატებით იასპარეზა. პირველი კლასის რიგითმა გიორგი მაისურაძე MMA-ს წესებით 65-კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა და ოქროს მედალი აიღო. პირველი კლასის რიგითი გიორგი კუპატაძე (60-კგ წონაში) და პირველი კლასის რიგითი თეიმურაზ რუსტამოვი (70-კგ წონაში) მეორე ადგილს დასჯერდნენ და ვერცხლის მედლები მოიპოვეს. „შავი ზღვის თასის“ საერთაშორისო ტურნირი K-1 წესებით ბრძოლაშიც გაიმართა. რიგითმა გოგიტა ღვინიაშვილმა (81-კგ წონაში) ოქროს მედალი მოიპოვა, კაპრალმა ვალიკო უკანწყაროელმა (57-კგ წონაში) კი თავდაცვის სამინისტროს ხელჩართული ბრძოლის კლუბს ბრინჯაოს მედალი შესძინა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელჩართული ბრძოლის კლუბის ხელმძღვანელი სპორტული ღონისძიებების დაგეგმვისა და ფიზიკური მომზადების სამმართველოს ხელჩართული ბრძოლის ინსტრუქტორი ზურაბ ჩაჩანიძე იყო. საერთაშორისო ტურნირში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების გარდა ყაზახეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და საქართველოს რამდენიმე კლუბი მონაწილეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)