05:40 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 18:50:28, 1113 ნახვა

სამართალი
ვოლსკი: მოლაშვილის გარდაცვალების ფაქტი ღრმად გასაანალიზებელია, თუ რასთან გვქონდა საქმე

„სულხან მოლაშვილის გარდაცვალების ფაქტი არის ღრმად გასაანალიზებელი, თუ რასთან გვქონდა საქმე და რას გადაურჩა საქართველო  იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“  სახელმწიფოს აღარ მართვას“,-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

ვოლსკის თქმით, ადამიანის დაღუპვა ოჯახისთვის და საზოგადოებისთვის არის ტრაგედია და აღნიშნული საკითხის უყურადღებოდა დატოვება არ შეიძლება. 

„სულხან მოლაშვილმა მოიგო თავისი ბრძოლა სამართლიანოსთვის. მისი გარდაცვალების მიზეზები იმ  პერიოდშია ჩამოყალიბებული, როდესაც ის სასჯელს სააკაშვილის ციხეში იხდიდა. აქედან გამომდინარე, თუ კი რაიმე ხელჩასაჭიდი არსებობს გარდა უბრალო განცხადებისა, სამართალდამცველებმა ყველა საშუალება უნდა გამოიყენეონ და ეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანონ“,-განაცხადა ვოლსკიმ. 

ცნობისთვის, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში ღვიძლის უკმარისობით გარდაიცვალა. 
ის საქართველოში გუშინ გამთენიისას ჩამოასვენეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics