|
2016-07-01 19:55:31, 3943 ნახვა
კულტურა
თიბისი გალერეა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს
თიბისი გალერეა და ქართველი ხელოვანები 26 წლის ფეხბურთელის, გიორგი ლოსაბერიძის დასახმარებლად გაერთიანდნენ. 40-ზე მეტი ქართველი არტისტის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას თიბისი გალერეის საგამოფენო სივრცე რამდენიმე დღის განმავლობაში დაეთმობა, შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება გიორგი ლოსაბერიძის მკურნალობას. ცნობისთვის, გიორგის დიაგნოზი ქალა-ტვინის მძიმე ტრავმაა. მისი მკურნალობა და რეაბილიტაცია საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რის გამოც გიორგის საზოგადოების დახმარება და თანადგომა სჭირდება. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ტრავმა 4 აპრილს, სტადიონზე ფეხბურთის თამაშის დროს მიიღო, რის გამოც ის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს. გიორგის ორი ტრეპანაცია გაუკეთდა, მას შემდეგ ის უკვე 3 თვეა კომაშია. გიორგი ლოსაბერიძის დასახმარებლად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე შემდეგი ხელოვანების ნამუშევრებია წარმოდგენილი:თუთუ კილაძე, ნინო ჩაკვეტაძე, ქეთი დავლიანიძე, გიორგი ჩხეიძე, მაია სუმბაძე, ანტონ ბალანჩივაძე, თინათინ ჩხიკვიშვილი, კახაბერ ტატიშვილი, მაკა ბატიაშვილი, ქეთი მატაბელი, ლია შველიძე, ცისია კილაძე, როკო ირემაშვილი, ანდრია დოლიძე, თამუნა ჩიქოვანი, კახი ერაძე, მაკა თავამაიშვილი, ირაკლი სუთიძე, ლევან ხარანაული, მიშა გოგრიჭიანი, კოკო ცხვედიანი, ნიკო ცეცხლაძე, გურამ წიბახაშვილი, ზურა გომელაური, ნოდარ ბადურაშვილი, ირაკლი სუთიძე, ნუგზარ მანჯაფარაშვილი, გურამ თიკანაძე, ვანო აბულაძე, თენგიზ მირზაშვილი, გიკა მირზაშვილი, იურა ბერიშვილი, დედა სიდონია, ოლეგ ტიმჩენკო, მიშა შენგელია, ნათია კლდიაშვილი, ლაშა კინწურაშვილი, მაია ქველიძე, ბუბა არაბული და სხვა. თიბისი გალერეა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას 5 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. გიორგი ლოსაბერიძის დასახმარებლად თიბისი ბანკში გახსნილია ანგარიშის ნომერიც: სს თიბისი ბანკი GE10TB7009026365100063 ეკატერინე გილაშვილი-ლოსაბერიძე (გიორგი ლოსაბერიძის დედა) (R )
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)