|
2016-07-01 15:32:44, 942 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადურმა „ქვეყნების მიხედვით ანგარიშების გაცვლის შესახებ" შეთანხმებას მოაწერა ხელი
იაპონიაში, ქალაქ კიოტოში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და დიდი ოცეულის ინიცირებული დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის (BEPS) პირველი ინკლუზიური პლატფორმის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა „ქვეყნების მიხედვით ანგარიშების გაცვლის შესახებ" კომპეტენტური ორგანოების მრავალმხრივ შეთანხმებას ხელი მოაწერა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმება შემუშავებულია OECD/ G 20 BEPS-ის სამოქმედო გეგმის, კერძოდ მე-13 ღონისძიების (გარიგების შეფასების დოკუმენტაცია და ქვეყნების მიხედვით ანგარიშების წარდგენა) განხორციელების მიზნით. საქართველოსთან ერთად, შეთანხმებას ხელი მოაწერა ოთხმა სახელმწიფომ (კორეა, არგენტინა, ურუგვაი და კურასაო). შედეგად, 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, შეთანხმებას ხელი მოაწერა 44-მა სახელმწიფომ. აღსანიშნავია, რომ BEPS-ის პროექტი შემუშავებულ იქნა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის და დიდი ოცეულის მიერ, დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით საერთაშორისო დაბეგვრის წესების გასაახლებლად. პროექტზე მუშაობა 2013 წელს დაიწყო და ღონისძიებათა სრული პაკეტი წარდგენილ იქნა დიდი ოცეულის ფინანსთა მინისტრებისათვის ლიმაში 2015 წლის 8 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე და შემდგომ, დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერებისათვის ანტალიის სამიტზე. პაკეტი მოიცავს 15 ღონისძიებას, როგორიც არის ღონისძიება 3 - კონტროლირებული უცხოური კომპანიების (СFC) წესების გაძლიერების შესახებ; ღონისძიებები 8-10, რომლებიც ეხება ღირებულების შექმნასთან გარიგების შეფასების (Transfer Pricing) შედეგების შესაბამისობის უზრუნველყოფას; ღონისძიება 15, რომელიც ითვალისწინებს მრავალმხრივი ინსტრუმენტის შემუშავებას ორმაგი დაბეგვრის შეთანხმებებთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის დაჩქარების უზრუნველსაყოფად და სხვა. საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან. 2016 წლის 16 ივნისს, საქართველო მიუერთდა BEPS-ის ინკლუზიურ პლატფორმას, როგორც ასოცირებული წევრი, რომლის მიზანია, BEPS-ით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაცია. ასევე, BEPS-ის პროექტის დაწყებისთანავე, საქართველო მონაწილეობს ფისკალურ საქმეთა კომიტეტსა და სხვადასხვა სამუშაო ჯგუფში, როგორიც არის - პირველი (საგადასახადო შეთანხმებები) და მე-6 (გარიგების შეფასება) სამუშაო ჯგუფები, აგრეთვე BEPS-ის პროექტის მე-15 ღონისძიების იმპლემენტაციაზე მომუშავე სპეციალურ სამუშაო ჯგუფი (ad hoc Group on Multinational Instrument). აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან საქართველოს საგადასახადო მიზნებისათვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის ექსპერტთა ჯგუფის წევრია.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)