|
2016-07-01 15:36:02, 864 ნახვა
სამხედრო
კურსი „თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“ დასრულდა
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიისა და კრენფილდის უნივერსიტეტის ორგანიზებული კურსი „თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“ დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსის დახურვის ცერემონიალი „თბილისი მარიოტში“ გაიმართა. სემინარის მონაწილეებს სიტყვით ტრენერმა, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა დევიდ შუტერმა და დიდი ბრიტანეთის სპეციალურმა მრჩეველმა თავდაცვის საკითხებში ალექსანდრა ლუის პოლიმ მიმართეს და წარმატებები უსურვეს. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები ალექსანდრა ლუის პოლიმ და თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინო ბაქრაძემ გადასცეს. სემინარის მონაწილეები უსაფრთხოების სექტორის მმართველობის პრინციპებსა და მეთოდებს დაეუფლნენ, ასევე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. კურსი სამინისტროებს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე თანამშრომლობასა და კოორდინაციას უწყობს ხელს. სემინარში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რვა თანამშრომელთან ერთად უკრაინისა და აზერბაიჯანის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მაღალი და საშუალო რგოლის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სწავლება გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიისა და კრენფილდის უნივერსიტეტის ორგანიზებით უკვე მეექვსედ ჩატარდა. პროგრამის მიზანი უსაფრთხოების სისტემის მმართველობის უზრუნველსაყოფად სტრუქტურისა და პროცესების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)