|
2015-03-02 16:03:21, 586 ნახვა
პოლიტიკა
გოჩა რატიანმა ნატო-ს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ვაშინგტონში ნატო-ს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამის ფარგლებში ორდღიანი კონფერენცია გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში კორუფციის რისკების შესამცირებლად მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. უწყების ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიიღო. პანელში „კორუფცია მტერი ნომერი 1“ გოჩა რატიანმა თავდაცვის უწყებაში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა ქართული მხარის მტკიცე ნება გადადგას ყველა ის ნაბიჯი, რაც თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ეფექტური ანტიკორუფციული გარემოს ჩამოყალიბებისა და ინსტიტუციური გაძლიერებისთვისაა აუცილებელი. გარდა ამისა, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, გოჩა რატიანი აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტშიც იმყოფებოდა. მან ამერიკის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის ხელმძღვანელობასთან გამართა შეხვდა. მხარეებმა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სხვადასხვა პროგრამაში ქართველი სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლების მონაწილეობასა და მიღებული განათლების მომავალში მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში ამჟამად სასწავლებლად მყოფ ქართველ სტუდენტებსაც გაესაუბრა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)