|
2015-03-02 15:02:23, 649 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში 7 ნოემბრები და 26 მაისები არ იქნება
ჩვენი ხელისუფლების პირობებში 7 ნოემბრები და 26 მაისები არ იქნება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სოციალურ ქსელში ვლადიმერ ბედუკაძის მოწოდებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც 21 მარტს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციაზე მისვლას ეხება. წულუკიანის განმარტებით, ყველა მოქალაქეს აქვს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება და მას პატივი ყველამ პატივი უნდა სცეს. „მე ეს არ მინახავს. ფეისბუკზე ყოფნის ბევრი დრო არ მაქვს ხოლმე, მაგრამ, თუ ეს ასეა, გამოხატვის და შეკრების თავისუფლება უზრუნველყოფილია, კანონის წინაშე ყველა თანაბარია და ყველა პარტიას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი პოზიცია, მათ შორის ქუჩაშიც. ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ იქნება 7 ნოემბრები და 26 მაისები და აქედან გამომდინარე, ყველა მოქალაქემ გამოხატვის თავისუფლებას უნდა სცეს პატივი. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სახელმწიფოში, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს, მათ შორის ქუჩაში. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ყოველთვის, მიიღებს ზომებს იმისათვის, რომ როგორც აქციები, ისე კონტრაქციები მშვიდობიან პირობებში ჩატარდეს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)