20:26 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-22 16:20:21, 592 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოდან სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნაზე იმსჯელა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელ მისიაში საქართველოდან სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნაზე იმსჯელეს.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი „ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელ მისიაში (European Union CSDP Military Training Mission in the Central African Republic – EUTM RCA) მონაწილეობის მიღების მიზნით საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ოცეულის გაგზავნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის - საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის 2016 წლის 21 ივნისის N3 ბრძანება, კომიტეტის წევრებს, უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინა იმერლიშვილმა გააცნო.

უშიშროების საბჭოს მდივნის ინფორმაციით, დღეისათვის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მრჩეველთა მისიის სწრაფი რეაგირების ჯგუფში ხუთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში კი, მისიას ოცი ქართველი სამხედრო მოსამსახურე შეუერთდება.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას. პრეზიდენტის ბრძანება ძალაში საკანონმდებლო ორგანოს თანხმობის შემდეგ შევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics