20:25 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-22 10:13:40, 567 ნახვა

პოლიტიკა
ზალკალიანი: როგორც ჩვენი, ისე ამერიკული მხარის სურვილია, რომ მომავალი არჩევნები სამაგალითო იყოს

როგორც ჩვენი, ისე ამერიკული მხარის სურვილია, რომ მომავალი არჩევნები იყოს სამაგალითო, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს დემოკრატიული წინსვლის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფის კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 „შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოში დემოკრატიული რეფორმების, მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლებისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის კუთხით მიღწეული პროგრესი. ამერიკელი კოლეგები აღნიშნავენ საქართველოს მიერ ამ მიმართულებით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. მათ ჰქონდათ ასევე გარკვეული რეკომენდაციები, რეფორმების შემდგომ ეტაპთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ და ვიმუშავებთ მათი იმპლემენტაციის საკითხებზე“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისივე განცხადებით, შეხვედრაზე ასევე საქართველოში დემოკრატიული, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მიზნით ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები განიხილეს.

„როგორც ჩვენი, ისევე ამერიკული მხარის სურვილია, რომ მომავალი არჩევნები იყოს სამაგალითო, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს წინსვლის და ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფის კუთხით“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, თბილისში საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების  სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-9 შეხვედრა გაიმართა.

ჯგუფს ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ხელმძღვანელობდნენ. აშშ-ს მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები იყვნენ ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბობ ბერშინსკი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწე თომას მელია და სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპასა და ევრაზიაში აშშ-ს დახმარების კოორდინატორი ალინა რომანოვსკი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics