19:16 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 17:34:54, 704 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: ვისურვებდი, "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი ექსპერტები აღარ დამალოს

 ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ კონფერენციას-"საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები" საინტერესოდ აფასებს.

როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფორუმზე მთავრობის ეკონომიკური გუნდი ძალიან მომზადებული მივიდა და ოპონენტებს მათთან პოლემიკაში შესვლა გაუჭირდათ. თუმცა, ივანიშვილი ამბობს, რომ დღევანდელ კონფერენციას კრიტიკულად განწყობილი ექსპერტები აკლდნენ.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, დაპატიჟებული იყო ექსპერტი რომან გოცირიძე და სერგი კაპანაძე, თუმცა არ მივიდნენ:

"ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ბიზნესი იყო წარმოდგენილი  მასშტაბურად. მთავრობის ეკონომიკური გუნდი   ძალიან მომზადებული მოვიდა. ძალიან ბევრი ექსპერტი იყო, მაგრამ აკლდა კრიტიკა. კრიტიკულად განწყობილი მხოლოდ ორი ექსპერტი აღმოვაჩინე და შევეცადე მათთან პოლემიკაში შესვლასაც.  მომავალში ვისურვებდი, "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი ექსპერტები აღარ დამალოს. გოცირიძე, რომელიც პირველსავე ეკონომიკურ ფორუმზე,  რომელსაც  მე ვესწრებოდი, გაიპარა შუაში, დღეს არ მობრძანდა. დავპატიჟეთ.  დაპატიჟებული იყო ასევე სერგო კაპანაძე, რომელიც ასევე  ოპონირებს ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდს    და კარგი იქნებოდა, მათ პროფესიონალებთან წარმოაჩინონ თავისი კრიტიკული მოსაზრებები და  არა ისე დამახინჯებულად მიაწოდონ შემდგომ  მედიას",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ექსპრესნიუსი" რომან გოცირიძეს დაუკავშირდა, თუმცა  მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics