|
2016-06-20 13:42:00, 1456 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ივანიშვილი: დღეს ვერავინ იტყვის, რომ მთავრობის მხრიდან ბიზნესს ვინმე აყაჩაღებს
დღეს ვერავინ იტყვის, რომ ვინმე ერევა პირად ქონებაში, მთავრობის მხრიდან ბიზნესს ვინმე აყაჩაღებს, ან სასამართლოს და მედიის საქმიანობაში ერევა ვინმე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარე კონფერენციაზე „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის მიზეზებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და საქართველოში 2012 წლამდე არსებული ვითარება გაიხსენა. „ეკონომიკის, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების საფუძველია, შეფასება იოლია არაა. მმართველობის ის ტიპი, რომელიც ჩვენ დავაფუძნეთ ჩემი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, ეკონომიკასთან დაკავშირებით მოითხოვს სრულ შეფასებას. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებდით, რომ ფორუმებს დასწრებოდნენ ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები, ექსპერტები, რომლებიც უფრო ოპოზიციურად არიან განწყობილი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ და იმ ეკონომიკის მიმართ, რომელიც 2012 წლის შემდეგაა. ჩვენი დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, იშვიათად ჩნდებიან და იქნებ დღეს მაინც მოხერხდეს კრიტიკული შეფასება. ჩვენი ეკონომიკის დღევანდელი დონე, დემოკრატიული ღირებულებები, რომელიც 2012 წლის შემდგომ დაინერგა, ხშირად შეიძლება გარკვეულ ხიფათს იწვევდეს იმ მიმართულებით, რომ თავისუფალი მედია შეიძლება მოსახლეობას არსებულ სიდუხჭირეს გადაჭარბებულად აჩვენებდეს. საკუთრება დაუცველი იყო, თავს უფლებას აძლევდნენ, რომ კერძო ბიზნესში ჩარეულიყვნენ, კანონი არ კანონობდა და თავად განსაზღვრავდნენ ყოველგვარ თამაშის წესებს, სწორედ ამ მიზნით მოვედი პოლიტიკაში. თუ რა გაკეთდა 4 წლის განმავლობაში, ეს წერილში აღვწერე. დღეს ვერავინ იტყვის, რომ ვინმე ერევა პირად ცხოვრებაში, რომ ბიზნესს ვინმე აყაჩაღებს მთავრობის მხრიდან, ვერც სასამართლოსა და მედიის თავისუფლებაზე იტყვიან რამეს. მაქსიმალურად გაკეთდა ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები პირველ ადგილზე იყოს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)