02:25 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-19 09:46:26, 737 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს საპატრულო პოლიციის ფეხბურთის გუნდი ოქროს ლიგის გამარჯვებულია

„ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის“ ოქროს ლიგაში მოასპარეზე საპატრულო პოლიციის გუნდმა მინი ფეხბურთში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

შსს-ს ინფორმაციით, ახალ სპორტის სასახლეში გამართულ ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს შსს-ს საპატრულო პოლიციის და „ნატახტარის“ გუნდები დაუპირისპირდნენ.

მათივე ცნობით, მატჩის პირველი ნახევარი ანგარიშით 1:2 „ნატახტარის“ უპირატესობით დასრულდა. შეხვედრის მეორე ტაიმში კი ანგარიში საპატრულო პოლიციის ფეხბურთელმა ლაშა ცხაკაიამ გაათანაბრა. შეხვედრის დასასრულამდე რამდენიმე წუთით ადრე გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჭანტურიამ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და ფინალური შეხვედრა ანგარიშით 3:2 საპატრულო პოლიციის გამარჯვებით დასრულდა.

შსს-ს საპატრულო პოლიციის გუნდს ჩემპიონის თასი და მედლები გადაეცა. ოქროს ლიგის საუკეთესო მეკარედ შოთა ღურბელეიშვილი დასახელდა, საუკეთესო მცველის ტიტული კი თემურ რაქვიაშვილმა მოიპოვა.

„ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში“ ასპარეზობისას საპატრულო პოლიციისა და „ნატახტრის“ გუნდები ერთმანეთს ექვსჯერ დაუპირისპირდნენ. თითო გუნდს სამ-სამი მოგება ჰქონდა. ფინალური შეხვედრა რიგით მეშვიდე დაპირისპირება იყო, რომელიც შსს-ს საპატრულო პოლიციის გამარჯვებით დასრულდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics