19:16 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-18 21:07:29, 697 ნახვა

პოლიტიკა
აჭარის დელეგაციის ვიზიტი კვიპროსის რესპუბლიკის ქალაქ პაფოსში გრძელდება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე პაფოსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს ანდრეას დემეტრიადესის შეხვდა. საუბარი ორი ქალაქის ეკონომიკურ და კულტურულ პოტენციალს შეეხო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და პაფოსის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. პაფოსის წარმომადგენლებმა ბათუმის დელეგაციას საკურორტო  ქალაქის პოტენციალი გააცნეს. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია სირაბიძემ კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის პოტენციალზე ისაუბრა. სამომავლოდ ორმხრივი ურთიერთობები დაიგეგმა სხვადასხვა მიმართულებით: ბიზნეს ფორუმის მოწყობა; 2017-ში ევროპის კულტურის დედაქალაქში - პაფოსში კულტურის დღეების მოწყობა, მათ შორის ოპერის, ფოლკლორის, თეატრის წარმომადგენლების გამგზავრება, კულტ-გაცვლითი პროგრამები, უნივერისტეტებს შორის თანამშრომლობა, მათ შორის ტურისტულ სფეროში, ოპერის მომღერლების ტურნე პაფოსში 2017-ში კლასიკური მუსიკის ფესტივალზე, ჩვენი ოპერის მომღერლების და მუსიკალურის მასწავლებლების მასტერკლასები.

ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და პაფოსის მერმა ფედონას ფედონასიმ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ორ  ქალაქს შორის მემორნდუმის გაფორმება, ტურიზმის განვითარების კუთხით მათი  ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება  ძალიან მნიშვნელოვანია.

აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ,,ხორუმი" და სიმღერის ანსამბლი ,,ელესა" თავიანთ შემოქმედებას წარუდგენენ ადგილობრივ მოსახლეობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics