15:04 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-11 12:02:41, 1260 ნახვა

მსოფლიო
Air France-ის თანამშრომლებმა 4-დღიანი გაფიცვა დაიწყეს

საფრანგეთში Air France-ის თანამშრომლებმა 4-დღიანი გაფიცვა დაიწყეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, დღეს Air France-მა ფრენების 30% გადადო. რეისების უმეტესობა ქვეყნის იმ ნაწილებში გაუქმდა, რომლებიც Euro-2016-ის ფარგლებში მატჩებს უმასპინძლებს. ცნობისთვის, საფეხბურთო მატჩები ქვეყნის 10 ქალაქშია დაგეგმილი.

მედიის ცნობით, მფრინავები ადგილორივ ხელისუფლებას შრომით კანონში შეტანილი ცვლილებების გაუქმებას სთხოვენ, რომლის თანახმადაც დასაქმებისა და სამსახურიდან გაშვების პროცედურები საგრძნობლად მარტივდება. 

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების გაფიცვის გამო პარიზიდან ნაგავს ოთხშაბათამდე არ გაიტანენ. რკინიგზის სამსახურის თანამშრომლები 9-დღიანი პროტესტის შემდეგ სამუშაო ადგილებს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდნენ. 

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა პროფკავშირებს ევროპის ჩემიონატის მიმდინარეობისას გაფიცვებისგან თავის შეკავება და დაკისრებული მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისკენ მოუწოდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics