14:49 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 17:15:02, 670 ნახვა

პოლიტიკა
რატიანი: ე.წ. გერმანული მოდელის მისაღებად თუ ჩვენი ხმები გახდა საჭირო, პარლამენტში მივალთ

„ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებს. უმცირესობის წევრები პარლამენტში მისვლას ისევ არ გეგმავენ, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განუცხადა.

დეპუტატი აცხადებს, რომ ბოიკოტს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვეტენ, თუ ე.წ. გერმანული მოდელის მიღებისთვის მათი ხმები გახდება საჭირო. პოზიციის დასაფიქსირებლად კი საპარლამენტო სხდომებზე მისვლას არ აპირებენ.

„არ გვინდა, რომ შევიდეთ სხდომაზე, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და უმცირესობაში ვიყოთ. ასეთ შემთხვევაში არ ვაპირებთ პარლამენტში მისვლას. ჩვენ შედეგზე ვართ ორიენტირებული. ამ ეტაპზე სხდომაზე მისვლას არანაირი აზრი არ აქვს“, - აღნიშნა რატიანმა.

კითხვაზე აპირებენ თუ არა სხდომაზე მისვლას იმ შემთხვევაში თუ მათი ხმები გადამწყვეტი გახდება პასუხობს, რომ ასეთ ვითარებაში პარლამენტში მივლენ. იგი არ იზიარებს პოზიციას, თითქოს ე.წ. გერმანული მოდელის განხილვა მათი არყოფნის გამო ჩაიშალა. აღნიშნულზე პასუხისმგებლობას საპარლამენტო უმრავლესობას აკისრებს.

„იმ შემთხვევაში თუ ჩვენი ხმები გახდება საჭირო პარლამენტში მივალთ. ჩვენ კონსულტაციის რეჟიმში ვართ.

უმრავლესობას არ აქვს თავი და უნარი, რომ ნორმალური სხდომა ჩაატაროს, რათა ნორმალური საპარლამენტო ცხოვრება იყოს. ისინი მოდიან მხოლოდ იმისთვის და იმ შემთხვევაში, როცა ეს სჭირდება ბიძინა ივანიშვილს. როცა ამის საჭიროება არაა კონსულტაცია ჭირს და როგორც ჩანს ახლაც ამასთან გვქონდა საქმე“, - განუცხადა სერგო რატიანმა „ექსპრესნიუსს“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics