00:41 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 23:41:05, 999 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ყაზახეთის პრემიერ–მინისტრს კარიმ მასომივს შეხვდა

ყაზახეთში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი  ქვეყნის პრემიერ–მინისტრს კარიმ მასომივს შეხვდა. შეხვედრას დაესწრნენ  საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ პატარაძე, ყაზახეთის ელჩი საქართველოში ერმუჰამეთ ერთსიბაევი, ასევე  ყაზახეთის მთავრობის წევრები და საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენლები.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ზრდა ფიქსირდება ყველა მიმართულებით.  „ეს არის კონკრეტული ციფრები, რომლებიც გვარწმუნებს, რომ არსებობს დიდი პოტენციალი, უფრო მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ ყაზახეთიდან," – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ასეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის ტრანზიტისა და ლოგისტიკის სფერო  დაასახელა. მისი განცხადებით, ყაზახეთსა და საქართველოს, ერთობლივი ძალისხმევით, შეუძლიათ მოიზიდოთ დამატებითი ტვირთები სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის, ჩინეთიდან. შეხვედრაზე აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითად მხარეებმა მოიყვანეს სარკინიგზო გადაზიდვები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ განხორციელდა ჩინეთიდან ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.  

ყაზახური მხარემ დადებითად შეაფასა ის ნაბიჯები, რომელიც იდგმევა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. მათ შორის, სწორედ ე.წ. კასპიური სატრანზიტო დერეფნის განვითარების კუთხით, რომელიც განიხილება განახლებული აბრეშუმის გზის ერთ-ერთ  პრიორიტეტულ მიმართულებად. 

შეხვედრაზე კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე გამახვილდა ყურადღება  ეს არის თანამშრომლობა ტურიზმის სექტორში. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, მიმდინარე წლის ივნისიდან საქართველოსა და ყაზახეთს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლის სიხშირე კვირაში 20–მდე გაიზარდა, რაც აუცილებლად გაზრდის საქართველოში დასვენების მსურველთა რაოდენობასაც ყაზახეთიდან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics