13:42 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 15:08:10, 598 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილის განცხადებით, საქართველომ ვიზალიბერალიზაცია შესაძლოა, სექტემბერში მიიღოს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესის გაჭიანურებას უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა დაუმსახურებლად მოექცა იმ ბევრი პრობლემის ცენტრში, რაც ბოლო პერიოდში ევროპას გადახდა.

მისივე თქმით, საქართველომ ყველა დავალება შეასრულა და ვიზალიბერალიზაციას თუ უახლოეს მომავალში არა, სექტემბერში მაინც მიიღებს.

"ამდენი დევნილი, ამდენი პრობლემები, იგივე განცხადებები, თურქეთსაც უნდა ვიზალიბერალიზაცია, კოსოვოს. საქართველომ, რომელმაც, ჩემი აზრით, გამორჩეულად, განუხრელად შეასრულა ყველა პუნქტი, იმისთვის, რომ მიიღოს ვიზალიბერალიზაცია.  აქაც უნდა მოვითმინოთ, ვერ მივიღებთ მას ვთქვათ უახლოეს პერიოდში, მივიღებთ სექტემბერში, თუმცა, მოლოდინი უნდა დაგვრჩეს და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, იმისთვის, რომ იქნებ მოხერხდეს და უახლოეს პერიოდში მივიღოთ“, - განაცხადა ბიძინა  ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics