12:30 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-08 20:03:24, 632 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: ნატო-ს წევრობა საქართველოს ეროვნული განვითარების მთავარი პრიორიტეტია

"ნატო-ს წევრობა საქართველოს ეროვნული განვითარების მთავარი პრიორიტეტია" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, 8 ოქტომბერს დანიშნული არჩევნები იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.

"ნატო-ს წევრობა საქართველოს ეროვნული განვითარების მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ნატო-ს შეიარაღებულ ძალებთან ერთად ალიანსისმისიებში მონაწილეობას. მოხარულები ვართ, რომ  რამდენიმე კვირის წინ მოგვეცა უდიდესი შესაძლებლობა, რომ  ჩავატაროთ ნატო-ს მოკავშირეებთან ერთადერთობლივი წვრთნები. ასევე მოხარულები ვართ, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავზე ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები იდგნენქართველი ჯარისკაცების გვერდით ისევე, როგოც ჩვენი სამხედროები დგანან მათ გვერდით ბრძოლის ველზე და შეაქვთ წვლილი გლობალური უსაფრთხოებისუზრუნველყოფაში. ჩვენ განვიხილეთ მოახლოებული ვარშავის სამიტი და თანამშრომლობის ფორმატები, რომელსაც წინ წავწევთ ვარშავის სამიტზე.  

განვიხილეთ უელსის სამიტის დასკვნა, არსებითი პაკეტის განხორციელების თაობაზე, რომელიც წარმატებით განხორციელდა და მივიჩნევთ, რომ ეს პროცესიკიდევ უნდა გაგრძელდეს.

მე მივაწოდე ინფორმაცია გენერალურ მდივანს ოკუპაციის ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ. ვაცნობემკვლელობის ფაქტის შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა საოკუპაციო ხაზთან, ასევე ახლახანს განვითარებული მოვლენები, დამოუკიდებელი დასუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი სასაზღვრო ბანერების აღმართვის ფაქტის შესახებ.

გვჯერა, რომ საქართველოს ვალდებულება ევროალტანტიკური ინტეგრაციის მიმართ გაძლიერდება ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გზით და 8 ოქტომბერს დანიშნული არჩევნები იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი". - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics