|
2015-02-27 11:23:40, 631 ნახვა
საზოგადოება
ფიროსმანის ქუჩაზე შესაძლოა, დუქნებისა და სამიკიტნოების მსგავსი ობიექტები აღადგინონ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის რიმა ბერაძის ინიციატივით, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს შორის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ჩუღურეთის რაიონში მდებარე ნიკო ფიროსმანის ქუჩისა და მუზეუმის აღდგენა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი როსტომაშვილის მიერ წარმოდგენილი კონცეფცია განიხილეს. საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი როსტომაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ფიროსმანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები დეტალურად გააცნო და მხარეებს ფიროსმანის ეპოქის დამახასიათებელი დუქნებისა და სამიკიტნოების მსგავსი ობიექტების აღდგენის, ასევე სავაჭრო ცენტრების განთავსების ინიციატივით მიმართა და სურვილის შემთხვევაში, დეპუტატებს პროექტის უსასყიდლოდ გადაცემას დაჰპირდა. რაც შეეხება მოსახლეობას, ისინი იმავე რაიონში ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილდებიან. მისივე ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები საკრებულოში კვლავაც გაგრძელდება და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილ სხვა ალტერნატიულ პროექტებსაც განიხილავენ. საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნულ ინიციატივას დადებითი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ არ დაირღვეს მოსახლეობის უფლებები და თბილისმაც არ დაკარგოს ძველი იერსახე, აუცილებელია ისეთი ინვესტორის შერჩევა, რომელიც ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)