|
2016-06-05 10:28:44, 742 ნახვა
საზოგადოება
ბორჯომის იუსტიციის სახლი საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა
დღეიდან იუსტიციის სახლის 400-მდე სერვისით სარგებლობა უკვე ბორჯომელებსაც შეუძლიათ. იუსტიციის სახლის რიგით მეჩვიდმეტე ფილიალი ბორჯომში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ბორჯომის იუსტიციის სახლი მომხმარებელს იუსტიციის სახლებისთვის დამახასიათებელ უმაღლეს ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მიღება ბორჯომშიც მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოშია შესაძლებელი. ბორჯომის იუსტიციის სახლის გახსნის საზეიმო ღონისძიება საღამოს 19:00 საათიდან დაიწყო. ოფიციალურ სტუმრებთან ერთად ცერემონიალს ბორჯომელები და ქალაქის სტუმრები დაესწრნენ. დღესასწაულის მონაწილეებმა შთამბეჭდავი საზეიმო პროგრამა იხილეს: მიმდებარე ტერიტორია ყვავილების ინსტალაციით მოირთო, გაიმართა კონცერტი თბილისის „ბიგ-ბენდისა" და ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით; ასევე, გაიმართა სპეციალური ღონისძიებები ბავშვებისთვის. საღამო ულამაზესი ფოიერვერკით დასრულდა. ბორჯომის იუსტიციის სახლი 800 კვადრატულ მეტრს მოიცავს და ცენტრალური პარკის მთავარ შესასვლელთან მდებარეობს. მისი მშენებლობა ტენდერით შერჩეულმა კომპანია „ორნამენტმა" განახორციელა. ბორჯომის იუსტიციის სახლი ბოლო ორი წლის განმავლობაში აშენებული მეხუთე ფილიალია. 2014 წლიდან დღემდე უკვე აშენდა და გაიხსნა ზუგდიდის, ფოთის, თიანეთისა და ყაზბეგის იუსტიციის სახლები. მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია საქართველოს კიდევ 3 ქალაქში_ ონში, ახალქალაქსა და ლაგოდეხში. იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებას ბორჯომში დაესწრნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თვითმმართველობის წევრები; დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, ბიზნესსექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)