23:34 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-04 21:50:51, 818 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორს შეხვდა

პოლონეთში მიმდინარე ვროცლავის გლობალური ფორუმის ფარგლებში თინათინ ხიდაშელმა ორმხრივი შეხვედრები გამართა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ამერიკელ სენატორ ჯო მანჩინს და ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლებს ტედ პოსა და ჯან შაკოვსკის შეხვდა. ამერიკელ კონგრესმენებთან და სენატორთან საუბრის მთავარი თემები აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორისგან თავდაცვისუნარიანობის სფეროში დახმარების გაზრდა იყო.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ივლისში ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველოს მოლოდინების განხილვას. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ამერიკელ კონგრესმენებთან და სენატორებთან შეხვედრების მიზანი მაქსიმალური პოლიტიკური მხარდაჭერის მიღება და არსებული მხარდაჭერის განმტკიცებაა.

თინათინ ხიდაშელმა პოლონეთში ვიზიტი დაასრულა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. თავდაცვის მინისტრი ვარშავის სამიტამდე ნატოს წევრ ქვეყნებში ვიზიტებს განაახლებს. ავღანეთის შემდეგ ის ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატის შეხვედრების გარდა დაგეგმილია თავდაცვის მინისტრის სტუმრობა გაეროს შტაბ-ბინაში, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის შემოდგომის მისიის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს. ვარშავის სამიტის მოლოდინებსა და საქართველოს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი საფრანგეთში, ფრანგ კოლეგასთან - ჟან-ივ ლე დრიანთან ისაუბრებს. ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში ვიზიტს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში სტუმრობით დაასრულებს, სადაც 14-15 ივნისს ნატოს თავდაცვის მინისტერიალია დაგეგმილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics