13:41 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 22:14:48, 1353 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანი გერმანიას: ისტორიის ფალსიფიცირება და მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელია

"ისტორიის ფალსიფიცირება და მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელია" - ასე გამოეხმაურა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიის ბუნდესტაგის მიერ სომხების გენოციდთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ნაბიჯს არაობიექტური უწოდა და აღნიშნა, რომ დაუშვებელია ისტორიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.

„ისტორიის ფალსიფიცირება და მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელია" - ნათქვამია აზერიბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადებაში საგარეო უწყებამ გერმანიის ბუნდესტაგს ისიც შეახსენა, რომ „სომხეთმა თითქმის 1 მილიონი აზერბაიჯანელის მიმართ წმენდა ჩაატარა". შესაბამისად, აზერბაიჯანმა ბუნდესტაგის მიღებულ რეზოლუციას, ორმაგ სტანდარტებზე დაყრდნობით მიღებული ცალმხრივი გადაწყვეტილება უწოდა.

ცნობისთვის, გერმანიის ბუნდესტაგმა ოსმალეთის იმპერიის დროს სომხების მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიარა. საპასუხოდ, თურქეთმა გერმანიიდან ელჩი გაიწვია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics