06:25 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 19:46:04, 1226 ნახვა

რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტში ყველის საწარმო გაიხსნა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში ყველის საწარმო შპს „ნატურალ პროდუქცია“- გაიხსნა. საწარმოს ოფიციალურ გახსნას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე დაესწრნენ. ინვესტიცია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. შპს „ნატურალ პროდუქცია“ არის ყველის პირველი საწარმო აჭარის რეგიონში, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს რეგიონის მეცხოველეობის დარგის განვითარებაში. საწარმო აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და ყველის წარმოება სურსათის უვნებლობის სტანდარტების მიხედვით ხდება. საწარმო ხულოს მუნიციპალიტეტის 15-ზე მეტი სოფლიდან იბარებს რძეს და დღიურად 800-ზე მეტ ადგილობრივ ფერმერს ემსახურება, რომელთაც  შემოსავლის მნიშვნელოვანი  წყარო გაუჩნდათ. 

საწარმო დღიურად 4-დან 6 ტონამდე რძეს ამუშავებს და იმერულ ყველს, სულგუნს, ნადუღსა და კარაქს აწარმოებს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება ბათუმის აგრარულ ბაზარზე, წამყვან სასტუმრო-რესტორნებსა და სუპერმარკეტებში. საწარმოში 30-მდე ადგილობრივი მკვიდრია დასაქმებული. ყველის საწარმოს გახსნას ასევე ესწერებოდნენ დონორი ორგანიზაციის შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელები. ,,მეცხოველეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლის მეურნეობაში. რძის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა საგრძნობლად გააძლიერებს მერძევეობის სექტორს და ხელს შეუწყობს რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობს სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას, რაც გამოიხატება იმაში რომ მეცხოველეობის დარგის განვითრების კუთხით არა ერთი პროგრამა განხორციელდა. დღევანდელი ღონისძიებაც საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც აჭარის მაღალმთიანეთში მერძევეობის განვითარების ხელშეწყობისკენ არის მიმართული. აღნიშნული პროგრამა დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს და საშუალებას იძლევა შეიქმნას ახალ სამუშაო ადგილები, რაც დამატებით შემოსავალს მოუტანს სოფლად მაცხოვრებლებს’’. - განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics