01:17 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 12:33:18, 556 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი საქართველოში მოიწვია.

როგორც ღარიბაშვილმა ელმარ ბროკთან შეხვედრისას განაცხადა, ეს ვიზიტი იქნებოდა კარგი შესაძლებლობა იმის დასადასტურებლად, თუ რა მიღწევები აქვს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესსა და ევროკავშირთან ურთიერთობებში.

ამასთან, მხარეებმა ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პოლიტიკური მნიშვნელობა, რაც პრემიერ-მინისტრმა მორიგ ისტორიულ ნაბიჯად და საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთ გამოვლინებად შეაფასა.

საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის შექმნის მნიშვნელობას, რომელიც საპარლამენტო დონეზე სიღრმისეული პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics