02:25 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 10:46:57, 600 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე  საქართველოსა და სლოვაკეთის  პრეზიდენტებმა  ორ ქვეყანას შორის  ურთიერთობების გაღრმავების  საკითხზე ისაუბრეს და აღნიშნეს,  რომ ეს ვიზიტი  განიხილება, როგორც  ორ ქვეყანას შორის   განსაკუთრებული  მეგობრობისა და პარტნიორობის ნიშანი.

შეხვედრაზე ისაუბრეს  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  შექმნილ ვითარებაზე და აფხაზეთისა და  ცხინვალის  რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებულ  ფაქტებზე. საუბარი შეეხო, ასევე, რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს.

 საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა  ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში  ინტეგრაციის  პროცესისი შეუქცევადი  მხარდაჭერისთვის, ასევე, საქართველოს  სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.

ხაზი გაესვა სლოვაკეთის  წვლილს  ევროკავშირის  სადამკვირვებლო  მისიაში მონაწილეობის  და ნატო-საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტის  იმპლემენტაციის პროცესში ჩართულობის საკითხებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics