12:56 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 17:05:41, 599 ნახვა

საზოგადოება
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშრებით ლიტვაში ქრისტეს აღდგომის ტაძარი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, ლიტვაში, ქალაქ კაუნასის ცენტრალური ღირშესანიშნაობა, ქრისტეს აღდგომის ტაძარი საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ვილნიუსის ცენტრალურ ადგილზე, მდინარე ნერისის სანაპიროზე გამოიფინა საქართველოს გიგანტური დროშა. ფრანების ფესტივალის ფარგლებში ბავშვებმა დაამზადეს საქართველოსა და ლიტვის დროშების ფერებში მოხატული ფრანები.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მოეწყო ფოტოგამოფენა „50 ქალი საქართველოდან" ლიტვის ფოტოხელოვანთა კავშირის გალერეაში.

7 ივნისს, ლიტვაში საქართველოს საელჩო  ასევე აწყობს  საზეიმო მიღებას, სადაც კონცერტს გამართავენ „ქართული ხმები", ანსამბლი „რუსთავი" და „ქარვის კვარტეტი". ამასთან, გაიმართება ქართული პროდუქციის გამოფენა და მოეწყობა ქართული სამზარეულოს და ღვინის დეგუსტაცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვეტერანი სენატორი, რესპუბლიკელი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
ჩერგოლეიშვილი – ღნავიან, სასამართლოს დაწვის ამოცანით შენობაში შეჭრილ ელისაშვილს ამდენი წელი რატომ მიუსაჯესო, ამ უპასუხისმგებლო არსების ჰეროიზაციას ახდენენ
წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ზარალი იქნება დიდი – კახეთის რწმუნებული ადიდებულ მდინარეზე
თელავში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და შენობების პირველი სართულები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics