|
2016-05-24 16:50:09, 947 ნახვა
სამართალი
ქეთევან წამებულის გამზირზე ორი პირის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული სერგო პ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ სერგო პ.-მ მიმდინარე წლის 21 მაისს თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1992 წელს დაბადებულ გიორგი ტ.-ს და 2000 წელს დაბადებულ ნუგზარ კ.-ს ხელისა და ფეხის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)