21:28 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 15:25:26, 584 ნახვა

პოლიტიკა
ვარშავის სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისია შედგება

„პირველად ისტორიაში  ვარშავის სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისია შედგება“,-ამის შესახებ ინფორმაცია  საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენციაზე  კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა  ჯეიმს აპატურაიმ გააჟღერა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა რაც ხაზს უსვამს საქართველოს მიმართ ნატო-ს პოლიტიკურ მხარდაჭერას.

„ვარშავის სამიტისგან ჩვენ ველოდებით ძალიან სერიოზულ პრაგმატულ შედეგებს, მათ შორის ვეძებთ ახალ გზებს, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება  თავდაცვა გავაძლიეროთ და უფრო ინტენსიური გავხადოთ ჩვენი ურთიერთობა ნატო-სთან. ბატონმა აპატურაიმ გააჟღერა და მინდა გამოვეხმაურო, პირველად ისტორიაში ვარსავის სამიტზე შედგება ნატო-საქართველოს კომისია, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა და ხაზს უსვამს ნატოს პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ეს არის სერიოზული გზავნილი ნატოსგან“,-განაცხადა სესიაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics