|
2016-05-24 14:31:44, 963 ნახვა
სამართალი
მღებრიშვილი: სასამართლოს უახლოეს დღეებში მივმართავთ, რათა კორცხელის ინციდენტში იდენტიფიცირებულების დასაკავებლად განჩინება გამოსცეს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავენ, რათა გასცეს განჩინება კორცხელში მომხდარ ინციდენტში მონაწილე იმ პირების დასაკავებლად, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებულები არიან. როგორც მღებრიშვილმა განაცხადა, გამოძიება ემოციებზე აწყობილი ვერ იქნება და აუცილებელია დაცული იყოს სამართლებრივი პროცედურები. „ვგმობ და ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას. მიუღებელია, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, არ უნდა მოდიოდეს ეს. ჩემთვის გამოძიება ემოციებზე ვერ იქნება აწყობილი. არსებობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რომელიც დაცული უნდა იყოს. მიმდინარეობს ინტესნიური გამოძიება, დაიკითხა მოწმეები, დანიშნულია ექსპერტიზა. მოვუწოდებ ინციდენტში მონაწილე მხარეებს, ნუ შემოიფარგლებიან მხოლოდ სატელევიზიო განცხადებებით და ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რათა ფაქტის სამართებრივი შეფასება დროულად მოხდეს. უახლოეს დღეებში თუ არა საათებში, მივამართავ სასამართლოს, გასცეს განჩინება იმ პირების დასაკავებლად. რომლებიც იდენტიფიცირებულები არიან. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. მისივე თქმით, დიდი ალბათობით, მუხლის კვალიფიკაცია შეიცვლება და გამოძიება სხვა მუხლით წარიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)