|
2016-05-24 14:54:48, 1043 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ დაფინანსებით, სოციალურად დაუცველ აბიტურიენტებს ზოგადი უნარების გამოცდისთვის მომზადება უფასოდ შეეძლებათ
„საქართველოს ბანკის“ და კომპანია „ნებულას” შორის თანამშრომლობის შედეგად, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე აბიტურიენტებს, საშუალება ექნებათ ზოგადი უნარების გამოცდისთვის, საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმა nebula.ge-ზე სრულიად უფასოდ მოემზადონ. საქართველოს ბანკის დაფინანსებით, ყველა აბიტურიენტს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს “სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია” საშუალება აქვს, სრულიად უფასოდ დარეგისტრირდეს ონლაინ კურსზე და ეროვნული გამოცდებისთვის მოემზადოს. „უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდებისთვის დამატებით მომზადება მიღებული პრაქტიკაა, თუმცა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ფინანსურად ხშირ შემთხვევაში მიუწვდომელია. საშუალოდ 38 ათასი აბიტურიენტიდან, 7 000 აბიტურიენტი სოციალურად დაუცველია. საქართველოს ბანკისთვის, მნიშვნელოვანია ახლაგზარდების განათლება, მოხარული ვარ, რომ დღეიდან ყველა სოციალურად დაუცველ აბიტურიენტს საშუალება ექნება, სრულიად უფასოდ გაიაროს რეგისტრაცია ონლაინ პლატფორმაზე და მომეზადოს მისაღები გამოცდებისთვის. ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას“, - აღნიშნა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ. კომპანია „ნებულას“ აღმასრულებელმა დირექტორმა სანდრო დოლიძემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, „ნებულას“ სრული კურსი ვიდეოგაკვეთილებს, კომფორტულ სავარჯიშო გარემოს და გამოცდის სიმულაციას მოიცავს. „რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს მიუხედავად გეოგრაფიული თუ მატერიალური პირობებისა. შესაბამისად, ვთვლით, რომ განათლების გავრცელება ძალიან კარგი საშუალებაა ქვეყნის წინსვლისთვის. რაც შეეხება სხვა აბიტურიენტებს, ვინც არ მოხვდებიან ამ პროგრამაში, მათ რა თქმა უნდა შეუძლიათ მოიხმარონ „ნებულა“. 100 ლარი ღირს სრული პაკეტი, რომელიც ერთჯერადი გადასახადია ანუ ერთხელ აქტიურდება ექაუნთი და მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ მოიხმარონ „ნებულას“ სრული კურსი. სრული კურსი მოიცავს ვიდეო გაკვეთილებს, კომფორტულ სავარჯიშო გარემოს და გამოცდის სიმულაციას. 24 გამოცდის სიმულაცია, რომელიც აწვდის ნებულას კონკრეტულ ინფორმაციას მომხმარებელზე და ამის მიხედვით უდეგნს უნიკალურ კურსს, რომელიც მას დაეხმარება მაქსიმალური ქულის მისაღებად“,-განაცხადა სანდრო დოლიძემ. ცნობისთვის, საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმა nebula.ge კომპანია “ნებულას” აკადემიური გუნდისა და ტექნიკური ჯგუფის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. აღნიშნული პლატფორმა, აბიტურიენტს შესაძლებლობას აძლევს ონალაინ რეჟიმში მოემზადოს მისაღები გამოცდებისთვის, კერძოდ ზოგადი უნარების გამოცდისთვის, რომელიც სავალდებულოა ყველა აბიტურიენტისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის შედეგად სოციალურად დაუცველი აბიტურიენტებისთვის უფასო პლატფორმაზე ხელმისაწვდომობა და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა გაიზრდება. სოციალურად დაუცველ აბიტურიენტებს ონლაინ პლატფორმაზე უფასოდ რეგისტრაცია 24 მაისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ, ვებ-გვერდზე: nebula.ge (R)
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)