|
2016-05-22 10:35:25, 912 ნახვა
სამართალი
შსს-ს აკადემიის არქივმა ზუგდიდში წიგნის და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების პრეზენტაცია გამართა
შსს-ს აკადემიის პროექტის ფარგლებში - „აღადგინე ისტორია შსს-ს არქივთან ერთად“, ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში პრეზენტაცია გაიმართა. შსს-ს ინფორმაციით, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო შსს-ს არქივის მიერ გამოცემული წიგნი ,,არქივის კვალდაკვალ - ზუგდიდი“, ასევე, მხატვრულ-დოკუმენტური ფილმები: ,,სარია ლაკობა“, ,,წართმეული პირველობა“ და „ზვიად გამსახურდიას წერილი ალექსი ინაურს“. ნაწარმოები „არქივის კვალდაკვალ - ზუგდიდი“ ეფუძნება გასულ საუკუნეში ზუგდიდთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველ საარქივო დოკუმენტაციას. კერძოდ, წიგნში ასახულია: ზუგდიდის მაზრის მონაწილეობა 1924 წლის აჯანყებაში; დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა გასაბჭოებიდან ერთი წლის თავზე; 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა და ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიები. კრებულში თავმოყრილია აქამდე გასაიდუმლოებული მასალები, რომლებიც სამეგრელოს მოსახლეობას მათი კუთხის შესახებ დაუმახინჯებელ, ფაქტობრივ ისტორიულ მონაცემებს აწვდის. პრეზენტაციას ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)