|
2016-05-22 10:30:18, 924 ნახვა
სამართალი
შსს მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტელექტუალური განვითარების მხარდაჭერისთვის დაჯილდოვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი სოციალურ-საგანმანათლებლო მედია-პროექტ „ეტალონის“ 10 წლის იუბილეს და ფინალურ შეჯიბრს თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე დაესწრო. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, დავით ვარდიაშვილმა ინტელექტ-შეჯიბრის ფინალში მესამე ადგილზე გასულ, ლენტეხის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე გაგა გვიჭიანს გამარჯვებულისთვის განკუთვნილი ჯილდო გადასცა. მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტის აქტიური მხარდაჭერისთვის ტიტული - „ეტალონის ქომაგი“ მიენიჭა. სპეციალური დიპლომი შს მინისტრის მოადგილეს პროექტის ავტორმა და წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა. შსს-ს დაცვის პოლიცია და აკადემია პროექტ „ეტალონთან“ მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტელექტუალური განვითარების და ცოდნის გაღრმავებისთვის მომავალშიც იზრუნებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)