|
2016-05-22 10:25:07, 816 ნახვა
სამართალი
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი ავტომანქანა და ცხედარი წყლიდან ამოიღეს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, რამდენიმე დღის წინ მტკვარში გადავარდნილი ავტომანქანა და ცხედარი იპოვეს და წყლიდან ამოიღეს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ოპერატიულად - შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დაიწყეს. ცნობისთვის, შემთხვევა 17 მაისს, გამთენიისას, თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა. მდინარე მტკვრის ძლიერი დინებისა და რთული რელიეფური პირობების მიუხედავად, მაშველებმა, თბილისში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაკარგული "ოპელის" მარკის ავტომობილისა და მისი მძღოლის ცხედარს მიაკვლიეს და წყლიდან ამოღება შეძლეს. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა საგამოძიებო სამსახური გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აწარმოებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)