|
2016-05-21 09:27:52, 938 ნახვა
სამართალი
ირაკლი შოთაძე: გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია
გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „პოლიტიკაში“ განაცხადა. როგორც შოთაძემ აღნიშნა, საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. „უპირველესყოვლისა, მინდა მივუსამძიმრო გიგა ოთხოზორიას ოჯახს მომხდარი საზარელი დანაშაულის გამო. ასევე საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს ამ საქმეს. ჩვენ დადგენილი გვყავს კონკრეტულად ამ მკვლელობის ჩამდენი პიროვნება და უახლოეს დღეებში ჩვენ მივიღებთ ამ საქმეზე სამართებრივ გადაწყვეტილებას და საზოგადოება გაიგებს ამის შესახებ“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. ცნობისთვის, გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)