|
2016-05-19 18:26:39, 929 ნახვა
სამართალი
შოთაძე ე.წ კაბელების საქმეზე: განაჩენის დაუსაბუთებლობაზე საუბრობენ, განაჩენი კი არ უნახავთ
რითი ხელმძღვანელობენ, როდესაც ე.წ. კაბელების საქმეზე განაჩენს დაუსაბუთებელს უწოდებენ, მაშინ როდესაც ეს განაჩენი არ უნახავთ?! - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე განაცხადა. მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ე.წ. კაბელების საქმეზე მტკიცებულებები გააცნო. როგორც შეხვედრაზე შოთაძემ აღნიშნა, ჯერ არ გამოქვეყნებულა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, რის საფუძველზე მოხდა გამტყუნება. „სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გადაწყვეტილება უკანონოდ მოინათლა. მაქვს კითხვა, რითი ხელმძღვანელობენ, როდესაც გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელს უწოდებენ, როცა განაჩენი არ უნახავთ. მათ ამოძრავებთ პოლიტიკური მოტივი, რომ მართლმსაჯულების, პროკურატურის დისკრედიტაცია მოახდინონ. განაჩენი სანამ იქნება, თქვენი შეცდომაში შეყვანა, რომ არ მოხდეს, წარმოგიდგენთ მტკიცებულებებს, რომლითაც გამტყუნებას ვითხოვდით. გუშინ დაცვასთან, დღეს ჩვენთან შეხვედრის შემდეგ საშუალება გექნებათ, შეაჯეროთ მტკიცებულებები და მხარეების პოზიციები. პრეტენზია არ გვაქვს, შევიჭრათ სასამართლოს ფუნქციებში. ვერ გეტყვით რას დაეყრდნო განაჩენი, ვილაპარაკებთ მტკიცებულებებზე, რასაც ბრალდება დაეყრდნო”, - მიმართა დიპლომატებს ირაკლი შოთაძემ. ცნობისთვის, ირაკლი შოთაძე ამ წუთებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მთავარ პროკურატურაში ხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)