|
2016-05-19 13:18:08, 902 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი: გასულ წელთან შედარებით, პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტები გაიზარდა
საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტები გაიზარდა. მისი შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა გაუარესებულია. უჩა ნანუაშვილს შენიშვნები პროკურატურასთანაც აქვს. მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატის მიერ წარდგენილი 11 წინანადებიდან მხოლოდ ერთზე მოხდა ბრალის წარდგენა, იმის მიუხედავად რომ მტკიცებულებები სხვა საქმეებშიც იყო. „გასულ წელთან შედარებით, პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტები გაიზარდა. გაიზარდა სახალხო დამცველის ოფისში შემოსული განცხადებების რაოდენობა. შესაბამისად ჩვენს მიერ პროკურატურაში იყო გაგზავნილი 11 წინადადება გამოძიების დაწყების მოთხოვნით. 11 კონკრეტული შემთხვევიდან მხოლოდ 1 შემთხვევაში მოხდა ბრალის წაყენება კონკრეტული დამნაშავის მიმართ. ეს იყო ადვოკატის ცემის ფაქტზე წარდგენილი ბრალდება. დანარჩენ შემთხვევებშიც იყო მტკიცებულებები, სამედიცინო ჩანაწერები იყო, ასევე ჩვენებები, სამწუხაროდ არ მოხდა მათი გათვალისწინება“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)