20:52 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-18 15:06:58, 843 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრომ 27 მაისის ღონისძიებების შესახებ საინფორმაციო კამპანია ოფიციალურად გახსნა

თავდაცვის სამინისტრომ 27 მაისს იპოდრომის პარკში (ძველი იპოდრომის ტერიტორია) შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების საინფორმაციო კამპანია დღეს, ოფიციალურად გახსნა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება თავისი ფორმატითა და შინაარსით Social Event-ია, თუმცა, სამხედრო კომპონენტების ინტეგრირებასაც ითვალისწინებს.

მათივე ცნობით, მისი მიზანი საქართველოს შეიარაღებული ძალების როლისა და კომპეტენციების შესახებ საზოგადოების უფრო მეტად ინფორმირებაა.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, დღეს, დავით აღმაშენებელის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტები და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, თბილისის სამოცამდე საჯარო სკოლას ამერიკული ჯავშანმანქანებით, „ჰამერებით“ესტუმრნენ. იუნკერების და ჯარისკაცების სტუმრობას სკოლებში მოსწავლეები დიდი ინტერესით შეხვდნენ და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. სტუმრებმა მათ საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია გააცნეს, საინფორმაციო ხასიათის ბეჭდური მასალები დაურიგეს და ღონისძიებაზე მოიწვიეს.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტებისა და სამხედრო მოსამსახურეების შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან 25 მაისამდე გაგრძელდება. 

27 მაისს, 11:00 საათზე იპოდრომის პარკში საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში სამხედრო ჯავშანტექნიკის გამოფენა, სამთო, კიბერ და სამედიცინო სწავლებები, თამაშები, სამხედრო ორკესტრების შოუ, ასევე ქართველი და ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების საპარაშუტე შოუ და სხვადასხვა სახის შემოქმედებითი წარმოდგენები გაიმართება.

ერთად ვიზეიმოთ შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილე.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics