00:56 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-16 13:56:15, 572 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტის ადმინისტრაცია „საბას" ახალ პროექტში „ქალაქი - ბიბლიოთეკა" ჩაერთო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია „საბას" ახალ პროექტში „ქალაქი - ბიბლიოთეკა" ჩაერთო.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი თბილისის მერიასთან ერთად აღნიშნული პროექტის თანადაფინანსებას ახორციელებს. პროექტის პარტნიორია ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო".

„ქალაქი - ბიბლიოთეკა" სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტია, რომლის ფარგლებშიც, თბილისის ქუჩებში, სკვერებში, მეტროპოლიტენში „საბას" 300-მდე ელექტრონული ბიბლიოთეკა დამონტაჟდება, მასზე განთავსდება წიგნები, ნებისმიერი მსურველი შეძლებს მის ჩამოტვირთვას და ინტერნეტის გარეშე წაიკითხვას.

თბილისის მერიაში პროექტის პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ესწრებოდა, რომელიც მიიჩნევს, რომ პროექტი წიგნიერების გავრცელებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

„ამ პროექტში არის უამრავი საინტერესო კომპონენტი. მინდა გამოვყო მნიშვნელოვანი - ეს არის აუდიოწიგნები უსინათლოებისთვის. თუმცა ამაზეც ვმსჯელობდით ჩვენ,რომ აუდიოწიგნები არა მხოლოდ უსინათლოებს გამოადგებათ, დღეს უფრო და უფრო პოპულარული ხდება მათი მოხმარება.დღეს არც თუ ისე ხშირია ინიციატივები, როდესაც ერთმანეთს ემთხვევა კერძო სექტორის, არასამთავრობო სექტორის, მუნიციპალიტეტის, სახელმწიფო სექტორის ხედვები და ინიციატივები", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისი განცხადებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხრიდან ასეთი პროექტები წახალისებულია. ეს არის მესამე პროექტი, რომელიც ამ ფორმატით კეთდება. 

"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო რატი ამაღლობელს ამ იდეისთვის, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ დავითს და თბილისის მერიას, რომელიც მსხვილი მხარდამჭერია ამ პროექტის და ასევე ფონდს „ღია საზოგადოება- საქართველო", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics